Thumbnail

ამერიკელმა მუსიკოსმა, ჯულიენ ბეიქერმა ახალი სიმღერა Hardline და მასზე შექმნილი ანიმაციური კლიპი გაავრცელა. ვიდეორგოლის ავტორი ჯო ბაუმენი გახლავთ. კომპოზიცია ჯულიენის რიგით მესამე ალბომში Little Oblivions იქნება წარმოდგენილი, რომელიც მიმდინარე წლის 26 თებერვალს გამოიცემა.

ნახეთ: Julien Baker - Faith Healer

ჯულიენ ბეიქერმა მუსიკალური კარიერა 2014 წელს დაიწყო. მომდევნო წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Sprained Ankle გაავრცელა. 2018 წელს კი ბეიქერმა ინდი როკ ჯგუფი boygenius ჩამოაყალიბა, რომელთან ერთადაც კოლექტივისვე სახელწოდების მქონე EP გამოუშვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული