Thumbnail

პოპულარულმა ამერიკულმა როკ ჯგუფმა Foo Fighters ახალი სიმღერა Waiting On A War გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის მომავალ, რიგით მეათე ალბომში Medicine at Midnight იქნება წარმოდგენილი, რომელიც მიმდინარე წლის 5 თებერვალს გამოიცემა.

ნახეთ: Foo Fighters-ის 2009 წლის პერფორმანსი გადაცემაში Austin City Limits

მოუსმინეთ: Foo Fighters - No Son of Mine

მოუსმინეთ: Foo Fighters კომპოზიციას Shame Shame ავრცელებს

"როგორც ბავშვს, რომელიც ქალაქ ვაშინგტონის გარეუბანში გაიზარდა, ომის ყოველთვის მეშინოდა. კოშმარებში მესიზმრებოდა რაკეტები ცაზე და ჯარისკაცები ჩემი სახლის ეზოში. 1980-იანი წლების დასაწყისი - პოლიტიკური დაძაბულობის ხანა იდგა. ჩემს ახალგაზრდობას უიმედო მომავლის შავი ღრუბელი გასდევდა", - ასე დააანონსა კოლექტივის ფრონტმენმა, დეივ გროლმა კომპოზიცია.

Foo Fighters 1994 წელს სიეტლში ლეგენდარული გრანჟ ჯგუფის, Nirvana-ს ყოფილმა წევრმა, დეივ გროლმა დააარსა. 12 გრემის მფლობელ კოლექტივს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა The Pretender, Everlong და Best Of You მოუტანა. ბენდმა მსმენელებს 2017 წელს რიგით მეცხრე სტუდიური ალბომი Concrete and Gold შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული