Thumbnail

პოპულარული ჩრდილოკაროლინელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯონათან კირკი, ფსევდონიმით DaBaby, მსმენელს ახალი კომპოზიციით Masterpiece დაუბრუნდა. გრემის ნომინანტმა რეპერმა ტრეკის ნაწყვეტი 2020 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა. ნამუშევრის პროდიუსერი ​d.a. got that dope გახლავთ.

მოუსმინეთ: დაბეიბიმ გარდაცვლილ ძმას 7-ტრეკიანი სტუდიური ნამუშევარი მიუძღვნა

DaBaby: დღეს მე და ლილ უეინი საუკეთესო რეპერები ვართ

ნახეთ: DaBaby და Young Thug კლიპში BLIND

დაბეიბიმ მუსიკალური კარიერა 2015 წელს დაიწყო. რეპერმა 2015-18 წლებში 8 მიქსტეიპის ჩაწერა მოასწრო. თუმცა, ის ფართო საზოგადოებამ მისი 2019 წლის სადებიუტო ალბომით Baby On Baby გაიცნო, რომელმაც მსმენელში პოპულარობა მალევე მოიპოვა. იმავე წელს გაყიდვაში არტისტის მეორე სტუდიური ნამუშევარი Kirk ჩაეშვა, რომელმაც შემსრულებელს კიდევ უფრო დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა. რამდენიმე თვეში გრემის ნომინანტმა არტისტმა თაყვანისმცემლებს რიგით მესამე ალბომი BLAME IT ON BABY შესთავაზა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული