Thumbnail

New York Dolls-ის გიტარისტი Sylvain Sylvain გარდაიცვალა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ამერიკული პროტო-პანკ ჯგუფის New York Dolls ყოფილი გიტარისტი, სილვეინ სილვეინი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. მუსიკოსი ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში კიბოს ებრძოდა. მისი სიკვდილის შესახებ ინფორმაცია არტისტის ფეისბუქის გვერდზე დაადასტურეს.

პროტო-პანკის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი

"სილვეინმა ბევრი იბრძოლა, თუმცა, ამ დაავადებამ მაინც შეიწირა. ჩვენ მის დაკარგვას ვგლოვობთ, მაგრამ ვიცით, რომ, როგორც იქნა, მშვიდადაა და აღარაფერი სტკივა. მოუსმინეთ მის ნამუშევრებს, აანთეთ სანთელი და ილოცეთ მისთვის, გავგზავნოთ ლამაზი თოჯინა თავის გზაზე", - ნათქვამია პოსტში.

Sylvain Sylvain Mizrahi Rest In Peace February 14, 1951 ~ January 13, 2021 As most of you know, Sylvain battled cancer...

Posted by Sylvain Sylvain Mizrahi on Thursday, January 14, 2021

სილვეინ მიზრაჰი 1951 წელს ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში დაიბადა. მანამ 1971 წელს ჯგუფ New York Dolls-ს შეუერთდებოდა, რომელშიც წარმატება და პოპულარობა მოიპოვა, სილვეინი როკ ბენდის Actress წევრი გახლდათ. პანკ როკის ერთ-ერთ პიონერი კოლექტივის, New York Dolls-ის პირველ ორ ალბომში სილვეინი გიტარასა და პიანინოზე უკრავდა, აგრეთვე ასრულებდა ვოკალის პარტიებს. სადებიუტო სოლო ჩანაწერი კი არტისტმა 1979 წელს გამოუშვა. სხვადასხვა დროს სილვეინი გახლდათ არაერთი პროექტის წევრი, მაგალითად: Syl Sylvain and the Teardrops, Sylvain Sylvain and The Criminal$, She Wolves და ა.შ. კიბოს დიაგნოზი მუსიკოსს 2019 წელს დაუსვეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული