Thumbnail

მოუსმინეთ: Death Cab for Cutie ახალ სტუდიურ ჩანაწერს Georgia ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკულმა როკ ბენდმა Death Cab for Cutie ახალი EP სახელწოდებით Georgia გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად მუსიკოსებმა ქავერებისგან შემდგარი ნამუშევარი პლატფორმა Bandcamp-ზე 24 დეკემბერს 24 საათით ატვირთეს და გაყიდვებიდან მიღებული თანხა სამართლიანი არჩევნებისთვის მებრძოლ ორგანიზაციას Fair Fight გადაურიცხეს.

Death Cab for Cutie ვაშინგტონში 1997 წელს ჩამოყალიბდა. მომდევნო წელს ბენდმა სადებიუტო ალბომი Something About Airplanes გაავრცელა. გრემიზე 8-ჯერ ნომინირებულ ჯგუფს ამ დრომდე 9 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. კოლექტივის შემოქმედება ალტერნატიულ როკსა და ინდი როკს მოიცავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული