Thumbnail

რიანა Savage X Fenty-ს ფოტოსესიაში $2-მილიონიანი სამკაულებით გამოჩნდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ბარბადოსელმა მომღერალმა, რიანამ ვალენტინობის დღესთან დაკავშირებით ბრენდის Savage X Fenty ახალი კოლექცია გამოუშვა. 32 წლის არტისტმა სარეკლამო კამპანიაშიც თავად მიიღო მონაწილეობა. ფოტოებში ის წითელი ფერის თეთრეულით არის აღბეჭდილი, რომელსაც Hammerman Jewels-ისა და Lang Antique & Estate Jewelry-ს ძვირადღირებული სამკაულები შეუხამა.

რიანა: თავს არ ვიზღუდავ, თუ ჩიზბურგერი მომინდა, აუცილებლად მივირთმევ

ნახეთ: როგორ იცვლებოდა რიანას ვარცხნილობა წლების განმავლობაში

ფოტოსესიისთვის Hammerman Jewels-ის ლალის თვლებით გაფორმებული ორი ბრილიანტის ყელსაბამი შეირჩა. მათი ღირებულება ჯამში 2 მილიონი აშშ დოლარია. ამასთან, რირის Lang Antique & Estate Jewelry-ს ვინტაჟური ბეჭდები და სამაჯურები ამშვენებს, რომელთა ფასიც მთლიანობაში $130 000-ს აღწევს. რაც შეეხება ქალის თეთრეულს, მისი ღირებულება 22-დან 129 დოლარამდე მერყეობს.

მუსიკოსმა ინსტაგრამზე ვიდეოც გაავრცელა, რომელშიც საკუთარი ბრენდის ახალ კოლექციას უწევს რეკლამირებას.

კამპანიაში მონაწილეთა შორის გვხვდება კალიფორნიელი მუსიკოსი მიგელიც, რომელიც მამაკაცის ნაწარმს წარმოადგენს.

9 გრემის მფლობელ რიანას მსოფლიოში დღემდე 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2012 წელს არტისტი ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. რირი ბოლო წლებია, მუსიკალური მიმართულებით აღარ აქტიურობს. თუმცა, ფლობს კომპანიებს: კოსმეტიკა (Fenty Beauty), ქალის თეთრეული (Savage X Fenty) და ტანსაცმელი და აქსესუარები (Fenty).

კომენტარები

ბოლოს დამატებული