Thumbnail

შვედმა მუსიკოსმა ჯეი-ჯეი იოჰანსონმა ახალი სიმღერა Why Wait Until Tomorrow და მასზე გადაღებული ვიდეოკლიპი გაავრცელა. სინგლი არტისტის რიგით მეცამეტე ალბომში Rorschach Test შევა, რომელიც მიმდინარე წლის 19 მარტს გამოიცემა.

ჯეი-ჯეი იოჰანსონმა მუსიკალური კარიერა 1996 წელს დაიწყო. მან განსაკუთრებულ პოპულარობას მესამე სტუდიური ალბომის Poison გამოსვლის შემდეგ მიაღწია. არტისტის ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია Far Away და She Doesn't Live Here Anymore. აღსანიშნავია, რომ ჯეი-ჯეი თბილისს უკვე სამჯერ ეწვია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული