ინდოელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ვივიან ფერნანდესმა, ფსევდონიმით DIVINE, ახალი კომპოზიცია Jungle Mantra გამოაქვეყნა, რომელშიც ცნობილი ამერიკელი კოლეგები Pusha T და Vince Staples მონაწილეობენ. ტრეკი ინდოელი მწერლის, არავინდ ადიგას წიგნის The White Tiger მიხედვით გადაღებული ფილმის The White Tiger ერთ-ერთი საუნდტრეკია. კინოსურათის პრემიერა პლატფორმა Netflix-ზე 22 იანვარს შედგება.
► Pusha T: ჩემი მომავალი ალბომის პროდიუსერები ქანიე ვესთი და The Neptunes იქნებიან
► ნახეთ: Reason და Vince Staples კლიპში Sauce
ინდოელმა მუსიკოსმა და მსახიობმა, ვივიან ფერნანდესმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მას დღემდე ერთადერთი ალბომი Kohinoor აქვს შექმნილი, რომელიც 2019 წელს გამოიცა.
კომენტარები