Thumbnail

Cardi B ახალ ფილმში Assisted Living მძარცველს განასახიერებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ქარდი ბი კინოკომპანია Paramount Pictures-ის კომედიაში Assisted Living მიიღებს მონაწილეობას. მხატვრულ ფილმში ეს რეპერის პირველი მთავარი როლი იქნება. მუსიკოსი მძარცველს, სახელად ემბერს განასახიერებს, რომელსაც წარუმატებელი ძარცვის შემდეგ პოლიცია ეძებს. მისი პერსონაჟი ხანშიშესული ადამიანივით იმოსება და დასამალად მოხუცთა თავშესაფარში მიდის, სადაც მისი ბებია ცხოვრობს. კინოსურათის სცენარისტი კეი ოიეგუნი გახლავთ, რომელსაც ისეთ ცნობილ სერიალზე აქვს ნამუშევარი, როგორიცაა This Is Us.

Cardi B-მ გაამხილა, რა დაუჯდა WAP, Money და სხვა კლიპების გადაღება

ნახეთ: ქარდი ბის რეაქცია, როცა WAP-ის მოსმენისას ოთახში 2 წლის შვილი შევიდა

რატომ გაუბრაზდა Cardi B ანიმაციური სერიალის Peppa Pig პერსონაჟს

ქარდის სამსახიობო დებიუტი 2019 წელს შედგა, როდესაც მან ამერიკელ პოპვარსკვლავთან, ჯენიფერ ლოპესთან ერთად რეჟისორ ლორენ სკაფარიას ფილმში Hustlers მიიღო მონაწილეობა. ის ეპიზოდურ როლს ასრულებს ასევე პოპულარული ფილმის Fast & Furious მე-9 ნაწილში, რომელიც ეკრანებზე მიმდინარე წლის მაისში გამოვა.

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს სამმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული