Thumbnail

ტორონტოელმა არენბი შემსრულებელმა ფსევდონიმით Ebhoni ახალი კომპოზიცია Hit This გაავრცელა. ტრეკის პროდიუსერი მაიამელი რეპერი IzyBeats გახლავთ. სიმღერა იბონიმ ცნობილი იამაიკურ-ამერიკული პროექტის, Major Lazer-ის ერთ-ერთ წევრთან, Walshy Fire-თან ერთად დაწერა.

მოუსმინეთ: Ebhoni - MIA

არტისტმა შემოქმედებითი კარიერა 2017 წელს დაიწყო. ახალგაზრდა მუსიკოსს ამ დრომდე 10-ზე მეტი სინგლი აქვს გამოცემული. ახლო მომავალში ის სადებიუტო EP-ის გამოშვებას აპირებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული