Thumbnail

მოუსმინეთ: Autechre-მა SOPHIE-ს კომპოზიციის Bipp რემიქს ვერსია გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ინგლისურმა ელექტრონულმა დუეტმა Autechre შოტლანდიელი პროდიუსერის, შემსრულებლისა და დიჯეის, SOPHIE-ის კომპოზიციის Bipp რემიქს ვერსია გაავრცელა. სინგლი მუსიკოსის აქამდე გამოუცემელ ბისაიდ ტრეკთან UNISIL ერთად ვინილზე 28 იანვარს გამოიცემა.

► მოუსმინეთ: Autechre ალბომს SIGN ავრცელებს

► ნახეთ: SOPHIE-მ ოცწუთიანი სეტი დაუკრა

კომპოზიციის ორიგინალი ვერსია SOPHIE-მ 2013 წელს გამოსცა. ის მის სადებიუტო კომპილაციურ ალბომში Product არის წარმოდგენილი. ტრეკმა გამოსვლისთანავე კრიტიკოსებისა და მსმენელების მოწონება დაიმსახურა და არტისტს განსაკუთრებული წარმატება მოუტანა.

"არ მინდა, რომ ჩემი კომპოზიციები ვინმემ გაარემიქსოს, Autechre-ის გარდა", - განაცხადა მან 2015 წელს. 

სოფი ქსეონმა, ფსევდონიმით SOPHIE, მუსიკალური კარიერა 2009 წელს დაიწყო. 2015 წელს არტისტმა პირველი კომპილაციური ალბომი Product გაავრცელა. სამი წლის შემდეგ კი სოფიმ სადებიუტო ალბომი Oil of Every Pearl's Un-Insides გამოსცა. მისი შემოქმედება ელექტრონულ მუსიკას, ექსპერიმენტულ პოპსა და დენს პოპს აერთიანებს.

Autechre კი რობ ბრაუნმა და შონ ბუთმა 1987 წელს ჩამოაყალიბეს. დუეტს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Nil და Bike მოუტანა. არტისტებს ამ დრომდე 15 სტუდიური ალბომი აქვთ გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული