Thumbnail

ბენ აფლეკი: ჯენიფერს საზოგადოება ძალიან უსამართლოდ ექცეოდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა, ბენ აფლეკმა გამოცემა The Hollywood Reporter-ის პოდკასტში Awards Chatter სტუმრობისას პოპვარსკვლავ ჯენიფერ ლოპესთან ურთიერთობაზე ისაუბრა. მომღერალს ის 2002-2004 წლებში ხვდებოდა. 48 წლის აფლეკის თქმით, მაშინ ჯეილო საზოგადოებისგან დიდ ზიზღს გრძნობდა და მსგავსი რასისტული და სექსისტური ტერმინებით დღეს ვეღარავინ გაბედავს ვინმეს მოხსენიებას.

"როცა არ გაფასებენ, უნდა გაეცალო" - ჯენიფერ ლოპესი ახალ კლიპს ავრცელებს

ჯენიფერ ლოპესი: ხალხი ჩემზე ამბობდა, არც მუსიკოსია კარგი და არც მსახიობიო

"ხალხი ჯენიფერის მიმართ ძალიან უსამართლო იყო - სექსისტურ და რასისტულ განცხადებებს აკეთებდნენ. მის შესახებ ამაზრზენ, ბილწ ტექსტებს წერდნენ, დღეს რომ იგივე დაწერო, ამის გამო სამსახურიდან გაგაგდებენ. ახლა ის უკვე სახელგანთქმული და დაფასებულია იმ ყველაფრისთვის, რაზეც ამდენი იშრომა, საიდანაც მოვიდა და რასაც მიაღწია - ეს ზუსტად ის არის, რასაც იმსახურებდა. ასე ვიტყოდი - თუ ბრონქსიდან ხარ, იმის შანსი უფრო გაქვს, რომ სონია სოტომაიორივით აშშ-ის უმაღლესი სასამართლოს წევრი გახდე, ვიდრე ჯენიფერ ლოპესის მსგავსი კარიერა შეიქმნა და 50 წლის ასაკში ცხოვრებაში იქ იყო, სადაც ახლა ის არის", - აღნიშნავს ბენ აფლეკი.

მსახიობმა აგრეთვე ისაუბრა, როგორ აღიქვამს იმას, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წყვილი, რომელსაც ტაბლოიდები Bennifer-ადაც კი მოიხსენიებდნენ, მუდმივად პაპარაცების ობიექტივში ხვდებოდა.

"მედიაში აჯამებენ ხოლმე თვის ყველაზე განხილვად სტატიებს. ჩემი და ჯენიფერ ლოპესის რომანიც სწორედ ასეთი ბულვარული ამბავი იყო იმ დროში, როცა ტაბლოიდური პრესის ბაზარი სწრაფი ტემპით იზრდებოდა. დღესაც კი, ზოგს ჰგონია, რომ სახლიდან თუ გამოხვედი ნაგვის გადასაყრელად, ე.ი. პაპარაცების ობიექტივში მოსახვედრად გააკეთე ეს. გეგონება, სახლიდან იმის იმედად გადიხარ, იქნებ როგორმე გაგიმართლოს და The Daily Mail-ის ფურცლებზე აღმოჩნდე. ეს ხომ აბსურდია", - ამბობს აფლეკი.

ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი ერთმანეთს პარტნიორობას უწევდნენ პოპულარულ მელოდრამებში Gigli და Jersey Girl. 2002 წელს დაწყებული რომანი ამავე წლის ნოემბერში ნიშნობით გაგრძელდა, თუმცა, 2004 წლის იანვარში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ბენ აფლეკი ჯეილოს რიგით მესამე ალბომში This Is Me... Then შესულ ჰიტზე Jenny from the Block გადაღებულ კლიპში მონაწილეობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული