Thumbnail

სელინ დიონი გარდაცვლილ ქმარს მიმართავს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კანადელი პოპვარსკვლავის, სელინ დიონის ქმრის და მენეჯერის, რენე ანჟელილის გარდაცვალებიდან ხუთი წელი გავიდა. 52 წლის მუსიკოსმა მისი ხსოვნისთვის პატივის მისაგებად ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა და ინგლისურთან ერთად რენეს მშობლიურ ფრანგულ ენაზე დაწერილი ტექსტი დაურთო.

ბრიტანელმა მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ სიმთვრალეში სელინ დიონი დაირქვა

ფოტოგალერეა: როგორ იცვლებოდა სელინ დიონის ჩაცმის სტილი წლების განმავლობაში

"რენე, უკვე ხუთი წელი გავიდა... ერთი დღეც არ ყოფილა შენზე ფიქრის გარეშე. ისე, როგორც არასდროს გვინდა, ხმა მოგაწვდინოთ, რომ გაგვიძღვე, დაგვიცვა და გააგრძელო ჩვენთვის თვალყურის დევნება. გვინდა, შენი სიყვარული სამყაროს მოჰფინო, ყველას დაეხმარო, ვინც ახლა ურთულეს პერიოდს გადის. ჩვენს გულებში ცხოვრობ. გვიყვარხარ - სელინი, რენე-შარლი, ნელსონი და ედი", - წერს მომღერალი.

სელინმა მომავალი ქმარი 12 წლის ასაკში გაიცნო. მალევე რენე მისი მენეჯერი გახდა. 18 წლის ასაკში მომღერალმა ევროვიზიის კონკურსში გაიმარჯვა, რის შემდეგაც 46 წლის ანჟელინთან რომანტიკული ურთიერთობა დაიწყო. წყვილმა 1994 წელს იქორწინა. მუსიკოსი 2016 წელს დაქვრივდა.

 რენე და სელინი

სელინ დიონმა კარიერა 1980 წელს დაიწყო. 5 გრემის მფლობელი შემსრულებელი 250 მილიონი გაყიდული ალბომით ერთ-ერთ ყველაზე შემოსავლიან არტისტად ითვლება. არაერთი ჰიტის მქონე მომღერალს განსაკუთრებული წარმატება ჯეიმს კამერონის ფილმის, "ტიტანიკის" საუნდტრეკმა My Heart Will Go On მოუტანა, რომელიც 1997 წელს მსოფლიო ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული