Thumbnail

ვეტერანმა დიჯეიმ, პროდიუსერმა, რეპერმა და რადიოწამყვანმა, ასტონ ტეილორ უმცროსმა, ფსევდონიმით Funk Flex, ახალი კომპოზიცია Game Time და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ჩანაწერში ნიუ იორკული დრილ მიმდინარეობის წარმომადგენელი, ფავიო ფორეინი მონაწილეობს. ტრეკი ფანქ ფლექსის მომავალი ალბომის პირველი სინგლია.

ნახეთ: Tyler, The Creator-მა ფანქ ფლექსთან სტუმრობისას ფრისტაილი წაიკითხა

ნახეთ: Fivio Foreign - Trust

აღსანიშნავია, რომ ვიდეოს დასკვნით ნაწილში მეორე კომპოზიცია და კლიპია დაანონსებული, რომელშიც ციხიდან ახლახან გათავისუფლებული არტისტი Rowdy Rebel მონაწილეობს.

ბრონქსელმა ფანქ ფლექსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1987 წელს დაიწყო. ის ნიუ იორკული ჰიპ ჰოპის ღვაწლმოსილი წარმომადგენელია. თავდაპირველად არტისტმა სახელი ლოკალურ ღამის კლუბებში დიჯეინგით გაითქვა. დღეისთვის კი ტეილორის დისკოგრაფია 6 ალბომისგან შედგება, რომელთაგან 4 ოქროს სტატუსის მფლობელია. მუსიკალური კარიერის პარალელურად, ფანქმა ფართო საზოგადოების ყურადღება არაერთი წარმატებული საავტორო პროექტით დაიმსახურა. მაგალითად, 1992 წელს ის რეპის შესახებ შექმნილი პირველი რადიოგადაცემის ავტორი და წამყვანი გახლდათ.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული