Thumbnail

ბრიტანელმა გრაიმ შემსრულებელმა, ჯასტინ კლარკსმა, ფსევდონიმით Ghetts, ახალი კომპოზიცია Skengman და მასზე შექმნილი შავ-თეთრი ვიზუალური ნამუშევარი გამოაქვეყნა. ჯასტინის ჩანაწერში ჟანრის ცნობილი წარმომადგენელი, სთორმზი მონაწილეობს. ტრეკის ინსტრუმენტალის ავტორი Ten Billion Dreams გახლავთ. კომპოზიცია გეთსის მომავალი ალბომის Conflict Of Interest სინგლია.

ნახეთ: Stormzy - Still Disappointed

გეთსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2003 წელს დაიწყო. დღეისთვის მის დისკოგრაფიაში ორი ალბომი, ამდენივე EP და 6 მიქსტეიპი ერთიანდება. 2018 წელს ჯასტინის სამსახიობო დებიუტიც შედგა. ის კრიმინალურ თრილერში The Intent 2: The Come Up მონაწილეობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული