Thumbnail

ქართულმა ლეიბლმა CES Records 1997 წელს არტ გაერთიანება Goslab-ის წევრების მიერ ჩაწერილი კომპილაციური ალბომი "მჟავა MESSAGE" ციფრული ფორმატით გამოუშვა. ნამუშევარში წარმოდგენილია მსმენელისთვის კარგად ნაცნობი ელექტრონული კომპოზიციები, რომლებშიც მონაწილეობენ: გოგი ძოძუაშვილი პროექტით Post Industrial Boys, ნიკა მაჩაიძე, მაია სუმბაძე, გიო სუმბაძე და ნინო ჩუბინიშვილი. სტუდიური ჩანაწერი 13 კომპოზიციას აერთიანებს.

მჟავა MESSAGE (ACID MESSAGE) ქართული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი პიონერი რელიზია, რომელმაც მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყანაში ელექტრონული მუსიკის ჟღერადობა განსაზღვრა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული