Thumbnail

ნახეთ: მსახიობმა იდრის ელბამ ფრისტაილი Gospel 21 გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ინგლისელმა მსახიობმა, იდრის ელბამ ახალი ფრისტაილი სახელწოდებით Gospel 21 და მასზე შექმნილი კლიპი გაავრცელა. როგორც ელბამ აღნიშნა, მან ჩანაწერზე ახალ წელს იმუშავა.

იდრის ელბა გადაღებულია ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა: Avengers, Thor, RocknRolla, Prometheus და სხვები. ოქროს გლობუსის ოთხგზის ნომინანტს მონაწილეობა აქვს მიღებული პოპულარულ სერიალებში The Wire და Luther. მისი სარეჟისორო დებიუტი კი 2018 წელს შედგა, როდესაც სურათზე Yardie იმუშავა. მუსიკის სფეროში ელბას ფსევდონიმი DJ Big Driis გახლავთ. 2016 წელს ის გამოცემამ Time 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული