Thumbnail

ნახეთ: Vampire Weekend-ის ბასისტმა, კრის ბაიომ ორი ახალი კომპოზიცია გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკული ინდი როკ ჯგუფის, Vampire Weekend-ის ბასისტმა, კრის ბაიომ ახალი კომპოზიცია Dead Hand Control და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. სინგლი მუსიკოსის ამავე სახელწოდების მქონე რიგით მესამე სოლო ალბომში შევა, რომელიც 29 იანვარს გამოიცემა.

ნახეთ: Vampire Weekend-ის ვოკალისტმა, ეზრა კენიგმა ბენდის სიმღერები შეასრულა

პარალელურად არტისტმა მომავალი ალბომის კიდევ ერთი ტრეკი Take It From Me გამოაქვეყნა.

ბაიომ შემოქმედებითი კარიერა 2006 წელს ჯგუფში Vampire Weekend დაიწყო. მუსიკოსს ამ დრომდე ბენდთან ერთად 4 ალბომი აქვს გამოცემული. 2014 და 2020 წლებში არტისტმა კოლექტივთან ერთად გრემის ჯილდოს მოპოვება მოახერხა. 2015 წელს ბაიომ სადებიუტო სოლო ჩანაწერი The Names გაავრცელა. ორი წლის შემდეგ კი მან კიდევ ერთი ნამუშევარი Man Of The World გამოაქვეყნა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული