Thumbnail

ფილადელფიელი მუსიკოსი რაკიმ ალენი, ფსევდონიმით PnB Rock, ახალ კომპოზიციას Rose Gold აქვეყნებს, რომელშიც 2020 წელს გარდაცვლილი ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტი King Von მონაწილეობს. ტრეკი რაკიმის მომავალი ალბომის ერთ-ერთი სინგლია.

მოუსმინეთ: PnB Rock - Fendi Ft. Nicki Minaj

მოუსმინეთ: PnB Rock - Middle Child Ft. XXXTentacion

ნახეთ: King Von კლიპში Armed & Dangerous

PnB Rock მუსიკის ინდუსტრიაში 2011 წელს გამოჩნდა. ფილადელფიელმა არტისტმა 5 მიქსტეიპის გამოშვების შემდეგ, 2017 წლის მიწურულს, გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Catch These Vibes ჩაუშვა. 2019 წელს რაკიმმა მსმენელს რიგით მეორე სტუდიური ნამუშევარი TrapStar Turnt PopStar შესთავაზა. მისი ცნობილი კომპოზიციებია Selfish, Horses და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული