Thumbnail

ანუშკა ჩხეიძის ჩანაწერი Halfie საუკეთესო ევროპული დამოუკიდებელი ალბომის ნომინანტია

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე მუსიკოსის, ანუშკა ჩხეიძის სადებიუტო ალბომი Halfie დამოუკიდებელი მუსიკალური კომპანიების ასოციაციამ Impala წლის საუკეთესო ევროპული დამოუკიდებელი ალბომის ნომინაციაზე წარადგინა.

მოუსმინეთ: ანუშკა ჩხეიძე ახალ ტრეკს Epiphany ავრცელებს

ანუშკასთან ერთად ნომინანტებს შორის კიდევ 24 არტისტი გვხვდება, მათ შორის არიან: იაპონელ-ბრიტანელი მუსიკოსი Rina Sawayama, ფრანგი პროდიუსერი Rone და სხვები. გამარჯვებულის ვინაობა თებერვალში გახდება ცნობილი.

ნომინანტთა სრული ჩამონათვალი კი ასეთია:

Alejandro Buendia - Škrinja
Alma - Have U Seen Her?
Ane Brun - After the Great Storm/How Beauty Holds the Hand of Sorrow
Aneta Langerová - Dvě slunce
Anushka Chkheidze - Halfie
Balans - Sam pravm
Blanche - Empire
Bohren & der Club of Gore - Patchouli Blue
Danny Vera - The New Now
Diodato - Che vita meravigliosa
Dubioza Kolektiv - #fakenews
Fran Palermo - Crocodile Juice Bar
Kush K - Lotophagi
MaJLo - Vestiges: The Scenes
My Ugly Clementine - Vitamin C
Noiserv - Uma Palavra Começada Por N
Repetitor - Prazan prostor među nama koji može i da ne postoji
Rina Sawayama - Sawayama
Rone - Room With a View
Sondre Lerche - Patience
Thorbjørn Risager & The Black Tornado - Come On In
Triángulo de Amor Bizarro - Triángulo de Amor Bizarro
Valeria Stoica - I Don't Like Roses
Vlatko Stefanovski - Taftalidze Shuffle
Židrūns - Kovārņu mazbērniem

წლევანდელ დაჯილდოებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა Impala-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ელენ სმიტმა:

"ნომინანტთა სია 25 არაჩვეულებრივ ალბომს მოიცავს. ეს კარგი შანსია, რომ დამოუკიდებელი არტისტები მთელი ევროპიდან ფართო საზოგადოებას გავაცნოთ. გასული წელი მძიმე იყო და ეს დაჯილდოება 2021-ის ენერგიულად დაწყების ერთ-ერთი გზაა".

შეგახსენებთ, რომ შარშან ამ ნომინაციაზე პოპულარული ქართული ჰიპ ჰოპ კოლექტივის, KayaKata-ს სადებიუტო ალბომი Sadaa გახლდათ წარდგენილი, თუმცა, გამარჯვება პროექტ Apparat-ის ნამუშევარს LP5 ხვდა წილად.

Impala-ს პირველი დაჯილდოება 2001 წელს გაიმართა. ასოციაციის მიზანი დამოუკიდებელი ევროპული ლეიბლებისა და მათი წევრი მუსიკოსების აღმოჩენა და წახალისება, ასევე, კულტურული მრავალფეროვნების პრომოუშენი გახლავთ. სხვადასხვა დროს ეს ჯილდო ისეთმა ცნობილმა არტისტებმა მიიღეს, როგორებიც არიან: The xx, Adele, Caribou და სხვები.

ალბომი Halfie ანუშკა ჩხეიძემ 2020 წლის აპრილში ქართულ ლეიბლზე CES Records გამოსცა. რელიზში სულ 8 კომპოზიცია შევიდა.

 

ანუშკა ჩხეიძემ შემოქმედებითი კარიერა 2016 წელს დაიწყო. მუსიკოსი თავდაპირველად სასცენო სახელით AnushKey მოღვაწეობდა. არტისტის პოპულარული კომპოზიციებია: Heavy Notes, Lingotto და სხვა. სადებიუტო ალბომი Halfie მან 2020 წელს გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული