Thumbnail

პარიზში მოღვაწე მუსიკოსი ტრისტან ბეშე, პროექტით TRZTN, ახალ კომპოზიციას Hieroglyphics და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. ჩანაწერში პოპულარული ჯგუფის Yeah Yeah Yeahs ვოკალისტი Karen O მონაწილეობს. სინგლი არტისტის სადებიუტო სოლო ალბომში Royal Dagger Ballet იქნება წარმოდგენილი, რომელიც 22 იანვარს გამოიცემა.

ტრისტან ბეშეს და კარენ ოს წარსულშიც უთანამშრომლიათ. 2009 წელს მუსიკოსებმა სპაიკ ჯონზის ფილმისთვის Where the Wild Things Are საუნდტრეკი დაწერეს, 2015-ში კი არტისტებმა ცნობილი ვიდეოთამაშის Rise of the Tomb Raider მუსიკალური თემა შექმნეს.

ტრისტან ბეშემ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს ნოიზ როკ ჯგუფში Flux Information Sciences დაიწყო. ოთხი ალბომის გამოცემის შემდეგ კოლექტივი დაიშალა. ამის შემდეგ ბეშემ ამავე ბენდის ერთ-ერთ წევრთან ერთად ელექტრონული დუეტი Service შექმნა. პარალელურად კი არტისტმა, ფსევდონიმით TRZTN, სოლო კარიერა დაიწყო. ამჟამად ის სადებიუტო სოლო ალბომზე მუშაობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული