Thumbnail

ნახეთ: რიანა ჟურნალ Essence-ის ფოტოსესიაში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი ბარბადოსელი მომღერალი, რიანა აფროამერიკელი ქალებისთვის მიძღვნილი ჟურნალის Essence იანვარი/თებერვლის ნომრის სტუმარია. 32 წლის მუსიკოსის ფოტოები გამოცემის გარეკანსა და გვერდებზე დაიბეჭდა. სურათებზე მულტიმედია არტისტმა და ფოტოგრაფმა, ლორნა სიმფსონმა თავისი პროექტის Earth & Sky ფარგლებში იმუშავა.

რიანა Savage X Fenty-ს ფოტოსესიაში $2-მილიონიანი სამკაულებით გამოჩნდა

ნახეთ: როგორ იცვლებოდა რიანას ვარცხნილობა წლების განმავლობაში

ფოტოებში რირი საკუთარი ბრენდის Savage X Fenty თეთრეულთან ერთად, Prada-ს, Maison Margiela-ს, Rick Owens-ის და Hood by Air სამოსშია აღბეჭდილი. მას ასევე Siegelson-ის, Michelle-ს, Messika-ს და Belperron-ის სამკაულები ამშვენებს.

9 გრემის მფლობელ რიანას მსოფლიოში დღემდე 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2012 წელს არტისტი ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. რირი ბოლო წლებია, მუსიკალური მიმართულებით აღარ აქტიურობს. თუმცა, ფლობს კომპანიებს: კოსმეტიკა (Fenty Beauty), ქალის თეთრეული (Savage X Fenty) და ტანსაცმელი და აქსესუარები (Fenty).

კომენტარები

ბოლოს დამატებული