Thumbnail

ნახეთ: ფილმ Boogie-ს თრეილერი Pop Smoke-ის მონაწილეობით

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

20 წლის ასაკში გარდაცვლილი ჰიპ ჰოპ არტისტი, ბაშარ ჯექსონი, ფსევდონიმით Pop Smoke, მკვლელობამდე ამერიკელი შეფ-მზარეულის, მწერლისა და ტელეწამყვანის, ედი უანის სადებიუტო სრულმეტრაჟიან ფილმში Boogie გადაიღეს. სურათი, რომელიც კინოეკრანებზე მიმდინარე წლის 5 მარტს გამოვა, ჩინელ-ამერიკელი კალათბურთელის ისტორიას მოგვითხრობს - მისი ოცნებაა, NBA-ის ლიგაში ითამაშოს.

ნახეთ: გარდაცვლილი ფოფ სმოუქის ვიდეორგოლი What You Know Bout Love გავრცელდა

ნახეთ: ფოფ სმოუქის ძმამ რეპერის ჰიტის Dior ორიგინალური ვერსია გააჟღერა

ნახეთ: კლიპში Aim For The Moon ფოფ სმოუქსა და ქუევოს ბავშვები განასახიერებენ

ფოფ სმოუქი ფილმში მთავარი პერსონაჟის კონკურენტ კალათბურთელს განასახიერებს. მის გარდა, ნამუშევარში ტეილორ ტაკაჰასი, დომენიკ ლომბარდოცი, რეპერი Dave East და სხვები მონაწილეობენ. გავრცელდა კინოსურათის თრეილერიც, რომელშიც ფოფ სმოუქის კომპოზიცია Got It On Me ისმის.

ფოფ სმოუქმა მუსიკალური კარიერა 2018 წელს დაიწყო. 2019 წელს ახალგაზრდა მუსიკოსმა პირველი მიქსტეიპი Meet The Woo გაავრცელა. ამის შემდეგ ის მისი პოპულარული კოლეგის, ტრევის სკოტის ლეიბლს შეუერთდა და მსმენელთა წინაშე კოლექტივის სადებიუტო ნამუშევარში JACKBOYS გამოჩნდა. არტისტი სახასიათო ტემბრით, მისი შემოქმედება კი ენერგიული, დრილ მუსიკისთვის დამახასიათებელი ჟღერადობით გამოირჩეოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, შესრულებელმა რიგით მეორე მიქსტეიპი Meet The Woo 2 გამოაქვეყნა, რომელმაც თაყვანისმცემელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩანაწერის სინგლმა Dior პლატინის სტატუსის მოიპოვა. 2020 წლის 3 ივლისს გაყიდვაში ბრუკლინელი რეპერის სადებიუტო ალბომი Shoot For The Stars, Aim For The Moon ჩაეშვა, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერიც მისი მენტორი, ვეტერანი ქუინსელი არტისტი 50 Cent გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული