ქართველმა მუსიკოსმა Betkho ვიდეორგოლთან ერთად ახალი კომპოზიცია Number 26 გაავრცელა, რომელიც ამავე სახელწოდების მქონე, გვანცა მეფარიშვილის მოკლემეტრაჟიანი ფილმის საუნდტრეკია. კლიპში სწორედ ამ კინოსურათის შექმნისას გადაღებული კადრს მიღმა მასალაა წარმოდგენილი.
► ნახეთ: Betkho კომპოზიციას "ყველაფერი, რაც გიყვარდა, ერთ დღეს გაქრება" ასრულებს
► მოუსმინეთ: Betkho-მ ნამუშევარი "დაისი" გაავრცელა
Betkho-მ მუსიკალური მოღვაწეობა 2007 წელს ჯგუფში Catch The Clouds დაიწყო. 2013-დან 2020 წლამდე ის ბენდის The BearFox წევრიც გახლდათ, შემდეგ კი კოლექტივი დაიშალა. ბეთხოს სხვადასხვა სერიალისა და ფილმისთვის საუნდტრეკებიც აქვს შექმნილი. 2019-ში არტისტმა სადებიუტო სოლო EP სახელწოდებით Homecoming გაავრცელა.
კომენტარები