ამერიკელი მომღერალი და პიანისტი, დენიელ ნოქსი ახალ, რიგით მეექვსე ალბომს Won't You Take Me With You ავრცელებს. სტუდიური ჩანაწერი 9 სიმღერას აერთიანებს.
დენიელ ნოქსმა შემოქმედებითი კარიერა 2007 წელს დაიწყო. ამავე წელს ჩიკაგოელმა მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Disaster გაავრცელა. მას ამ დრომდე 6 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოქვეყნებული. ბარიტონით ცნობილ ნოქსს სხვადასხვა დროს ისეთ ცნობილ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: დევიდ ლინჩი, ჯარვის კოკერი და სხვები.
კომენტარები