Thumbnail

ნახეთ: მუსიკოსების პერფორმანსები ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის, კამილა ჰარისის ინაუგურაცია გაიმართა. ამასთან დაკავშირებით კონცერტიც ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ისეთი არტისტები წარდგნენ პერფორმანსებით, როგორებიც არიან: ჯასტინ ტიმბერლეიკი, დემი ლოვატო, Foo Fighters და სხვები.

ნახეთ: ლედი გაგამ ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ტიმბერლეიკმა და მუსიკოსმა, ენტონი კლემონსმა თავიანთი ერთობლივი კომპოზიცია Better Days შეასრულეს. პერფორმანსი მათ ქალაქ მემფისში მდებარე მუზეუმში Stax Museum of American Soul Music გამართეს.

პოპვარსკვლავმა დემი ლოვატომ კი 2020 წელს გარდაცვლილი ამერიკელი არტისტის, ბილ უიზერსის ჰიტი Lovely Day დააქავერა.

პოპულარულმა როკ ჯგუფმა Foo Fighters საკუთარი სიმღერა Times Like These შეასრულა. ბენდის ვოკალისტმა, დეივ გროლმა პერფორმანსი ამერიკელ მასწავლებლებს მიუძღვნა, რომელთაც კორონავირუსის პანდემიის პირობებში უწევთ მუშაობა.

ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბრიუს სპრინგსტინმა თავისი კომპოზიცია Land of Hope and Dreams იმღერა. ტრეკი მან აკუსტიკურ გიტარაზე აშშ-ის მე-16 პრეზიდენტის, აბრაამ ლინკოლნის მემორიალთან შეასრულა.

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა, ჯონ ლეჯენდმაც ლინკოლნის მემორიალთან გამართა პერფორმანსი. მან უკვდავი ჰიტი Feeling Good იმღერა.

ამერიკულმა როკ ჯგუფმა New Radicals სიმღერა You Get What You Give შეასრულა. ბენდი 22 წლის შემდეგ პირველად შეიკრიბა პერფორმანსის გასამართად.

ღონისძიება ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, კეტი პერიმ დახურა. მან საკუთარი კომპოზიცია Firework გრანდიოზული ფეიერვერკების ფონზე იმღერა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული