Thumbnail

ნახეთ: "ბილბაოს ატლეტიკის" ფეხბურთელებმა AC/DC-ის ჰიტი Highway To Hell შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ესპანეთის სუპერთასზე კლუბ "ბარსელონას" დამარცხების შემდეგ, "ბილბაოს ატლეტიკის" ფეხბურთელებმა გამარჯვების აღსანიშნავად ლეგენდარული ავსტრალიური როკ ჯგუფის, AC/DC-ის ჰიტი Highway To Hell შეასრულეს. დრამერის როლი დანი გარსიამ მოირგო, ელექტრო გიტარები ოსკარ დე მარკოსმა, მიკელ ვესგამ და მიკელ ბალენზიაგამ გაინაწილეს, ბასისტად ინიგო ლეკუე მოგვევლინა, ვოკალისტის როლი კი მატჩის გარდამტეხი გოლის ავტორმა, ასიერ ვილალიბრემ იტვირთა.

"ბილბაოს ატლეტიკმა" ესპანეთის სუპერთასი ისტორიაში მესამედ მოიგო. ბასკებმა ფინალში კატალონიის ბარსელონა დამატებით ტაიმებში, ანგარიშით 3-2 დაამარცხეს.

ესპანეთის სუპერთასი ბილბაომ მოიგო, მესიმ მეტოქეს დაარტყა და გააძევეს

Highway to Hell ჯგუფის 1979 წელს გამოცემულ ამავე სახელწოდების ალბომში შედის. სიმღერა კოლექტივის გიტარისტმა, ანგუს იანგმა და ბენდის ყოფილმა წევრებმა, მალკოლმ იანგმა და ბონ სკოტმა დაწერეს. კომპოზიციამ ბილბორდის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ისეთ ცნობილ არტისტებს აქვთ დაქავერებული, როგორებიც არიან: მერილინ მენსონი, ბრიუს სპრინგსტინი, Maroon 5 და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული