Thumbnail

ნახეთ: კაცს, რომელმაც Tekashi 6ix9ine-ს ვირთხა უწოდა, რეპერის დაცვა გაუსწორდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა რადიოწამყვანმა, ენდი სლეიტერმა ტვიტერზე დაწერა, რომ მაიამის პოლიცია შეიარაღებული ძარცვის ფაქტზე ატარებდა მოკვლევას, რომელშიც, სავარაუდოდ, ჰიპ ჰოპ არტისტი, ტეკაში სიქსნაინი მონაწილეობდა. მოგვიანებით ჟურნალისტმა სამართალდამცველების მიერ მიწოდებული ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც "დაზარალებულმა" თავდასხმისა და ძარცვის ისტორია შეთხზა.

როგორც აღმოჩნდა, რეპერი აღნიშნულ პიროვნებას ქუჩაში ნამდვილად შეხვდა, თუმცა, ამ უკანასკნელმა თავად სცადა მუსიკოსთან დაპირისპირება, რის შემდეგაც სიქსნაინის დაცვა მას ფიზიკურად გაუსწორდა.

Tekashi 6ix9ine-ს სასამართლოში კიდევ ერთხელ უჩივიან

ნახეთ: Tekashi 6ix9ine-ზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის თრეილერი

ინციდენტის ამსახველი ვიდეოები ჟურნალისტმა დიჯეი აკადემიქსმა მოიპოვა და ინსტაგრამზე გაავრცელა. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ ახალგაზრდა კაცი ტეკაში სიქსნაინს "ვირთხას" ეძახის.

"როგორც ჩანს, ვიღაცამ ტეკაშისთან დაპირისპირება სცადა და ვირთხას დაუძახა. დაცვის წევრებმა კი სცემეს, რის შემდეგაც მან პოლიციას მიმართა", - წერს დიჯეი აკადემიქსი.

ტეკაში 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას მძიმე დანაშაულების ჩადენის გამო 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა. სასჯელის შესამსუბუქებლად მუსიკოსმა 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Bloods არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც მას "ჩამშვებად" და "ვირთხად" მოიხსენიებდნენ. რეპერს თავისუფლების აღკვეთა 2 წლით შეუფარდეს, თუმცა, საპატიმრო დაწესებულება კორონავირუსის საფრთხის გამო 3 აპრილს დატოვა და სასჯელის დარჩენილი ვადა სახლში მოიხადა.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული