Thumbnail

დრეიქი ალბომს Certified Lover Boy იანვარში აღარ გამოუშვებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

კანადელმა სუპერვარსკვლავმა, დრეიქმა 2020 წლის აგვისტოში დააანონსებული ალბომის Certified Lover Boy მიმდინარე თვეში გამოქვეყნება გადაიფიქრა. მუსიკოსმა ინფორმაცია ინსტაგრამის სთორის საშუალებით გაავრცელა.

დრეიქი პირველი მუსიკოსია, რომლის მოსმენებმაც Spotify-ზე 50 მილიარდს გადააჭარბა

ემინემი დრეიქს: იცოდე, ერთ დღეს შენც შეგაქცევენ ზურგს

კრის ბრაუნი: შესაძლოა, მე და დრეიქმა საერთო ალბომი გამოვუშვათ

"ალბომის გამოშვებას იანვარში ვგეგმავდი. თუმცა, მუხლის ოპერაციამ და რეაბილიტაციის პროცესმა ენერგია გამომაცალა. მადლობა ღმერთს, კარგად ვარ და ნამუშევარზე კონცენტრაციას ვახერხებ, მაგრამ ის იანვარში აღარ გამოიცემა. გპირდებით, მას 2021 წლის ბოლომდე მოისმენთ", - განაცხადა ტორონტოელმა.

დრეიქმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2001 წელს დაიწყო. მისი კარიერული აღმავლობა ლეიბლს Young Money უკავშირდება. 2010 წელს მუსიკოსმა სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ალბომი Thank Me Later გამოუშვა. 2016 წელს კი ჩანაწერი Views გაავრცელა. დღემდე ამ ნამუშევრის 7 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. 2018 წელს გამოშვებული სტუდიური ალბომი Scorpions კი ხუთი კვირის განმავლობაში ბილბორდის ჩარტის ლიდერობას არ თმობდა. ორწლიანი პუზის შემდეგ, "დრიზი" მსმენელს 2020 წელს მიქსტეიპით Dark Lane Demo Tapes დაუბრუნდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული