Thumbnail

ნახეთ: ოზუნამ და ლუის ფონსიმ ჰიტები Taki Taki და Despacito შეასრულეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელმა დიჯეიმ და პროდიუსერმა, DJ Cassidy-მ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებით თავისი გადაცემის Pass the Mic სპეციალური ეპიზოდი Pass the Mic: Inaugural Edition გამოაქვეყნა. სხვა არტისტებთან ერთად მისი სტუმრები პუერტორიკოელი ვარსკვლავები, ოზუნა და ლუის ფონსი გახლდნენ. ოზუნამ DJ Snake-თან, სელენა გომესთან და ქარდი ბისთან ერთად ჩაწერილი კომპოზიცია Taki Taki შეასრულა, ლუის ფონსიმ კი თავისი ჰიტი Despacito იმღერა.

ნახეთ: ლედი გაგამ ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე აშშ-ის სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა

ხუან კარლოს ოზუნა როსადომ შემოქმედებითი კარიერა 2012 წელს დაიწყო. 2017 წელს მან სადებიუტო ალბომი Odisea გაავრცელა. მომღერლის არაერთ კომპოზიციას იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა აქვს დაგროვებული.

გრემის ნომინანტმა ლუის ფონსიმ კი კარიერა 1998 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება 2017 წლის ტრეკმა Despacito მოუტანა, რომელზეც გადაღებულმა კლიპმა იუთუბზე შვიდ მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა და 2020 წლის ნოემბრამდე მსოფლიოში ყველაზე მეტჯერ ნანახი ვიდეოს სტატუსსაც ფლობდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული