Thumbnail

4 გრემის მფლობელი ვაშინგტონელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ბენჯამინ ჰამონდ ჰაგერტი, ფსევდონიმით Macklemore, მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. რეპერმა ახალი ფრისტაილი Trump's Over და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ნამუშევარში ის აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აკრიტიკებს და მისი ხელისუფლებიდან წასვლის გამო სიხარულს გამოხატავს. ჩანაწერის პროდიუსერი Bean One გახლავთ.

ნახეთ: რეპერი Macklemore კომპოზიციის How To Play The Flute ვიდეორგოლს ავრცელებს

რეპერს ტრამპი წარსულშიც გაუკრიტიკებია. 2016 წელს მაქლმორმა კომპოტონელი კოლეგის, ვაიჯის ცნობილი კომპოზიციის Fuck Donald Trump ალტერნატიულ ვერსიაში მიიღო მონაწილეობა.

ბენჯამინმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ რაიან ლიუისთან ერთად ჩამოყალიბებული დუეტის პირველი ალბომით The Heist გაიცნო, რომლის წყალობითაც მუსიკოსებმა 2014 წელს გრემის 4 ჯილდო მოიპოვეს. ვაშინგტონელი შემსრულებლის სოლო დისკოგრაფიიდან ოქროს სტატუსის მფლობელი ნამუშევარი GEMINI გამოირჩევა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული