Thumbnail

ბრიტანული მეტალკორ ბენდი Architects ახალ კომპოზიციას Dead Butterflies და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. სინგლი მუსიკოსების მომავალ, რიგით მეცხრე ალბომში For Those That Wish To Exist იქნება წარმოდგენილი, რომელიც 26 თებერვალს გამოიცემა.

ნახეთ: Architects - Animals

Architects ქალაქ ბრაიტონში 2004 წელს შეიქმნა. ორი წლის შემდეგ კოლექტივმა სადებიუტო ალბომი Nightmares გაავრცელა. ჯგუფს ამ დრომდე რვა სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. მათი შემოქმედება მეტალკორს, პროგრესივ მეტალკორსა და პოსტ ჰარდკორს აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული