Thumbnail

ნახეთ: Machine Gun Kelly-მ კორდენის შოუში Concert For Aliens შეასრულა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კლივლენდელი მუსიკოსი, კოლსონ ბეიკერი, ფსევდონიმით Machine Gun Kelly, ჯეიმს კორდენის ღამის შოუს ესტუმრა. არტისტმა გადაცემაში ცნობილ დრამერთან, ტრევის ბარკერთან ერთად კომპოზიცია Concert For Aliens შეასრულა. სინგლი ქელის რიგით მეხუთე ალბომში Tickets to My Downfall შედის, რომელიც 2020 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა.

ნახეთ: MGK-ს სადებიუტო ფილმი Downfalls High

ნახეთ: MGK კომპოზიციებს drunk face, all I know და bloody valentine ასრულებს

კოლსონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2006 წელს დაიწყო. კარიერის საწყის ეტაპზე ქელი მიქსტეიპებს საკუთარი რესურსით ავრცელებდა. ფართო საზოგადოებამ ის 2010 წლის ჩანაწერით Lace Up: The Mixtape გაიცნო. 2012 წელს გაყიდვაში რეპერის სადებიუტო, კომერციულად წარმატებული ნამუშევარი Lace Up ჩაეშვა, რომელიც ლეგენდარული ლეიბლის Bad Boy Records მხარდაჭერით გამოიცა. დღეისთვის მეშინის დისკოგრაფიაში 5 ალბომი, 8 მიქსტეიპი და 2 EP ერთიანდება. არტისტის კარიერის ყველაზე გახმაურებული მომენტი ეპოქალურ კოლეგასთან, ემინემთან დაპირისპირებას უკავშირდება. 2018 წელს ქელიმ მარშალის ბრალდებებს დის-კომპოზიციით Rap Devil გამოეხმაურა, პასუხად მან ტრეკი Killshot მიიღო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული