Thumbnail

მოცარტის მოსწავლე: ის მოულოდნელად სკამიდან სკამზე გადახტა, თან კატასავით კნაოდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ავსტრიელმა მწერალმა, კაროლინა დონ გრაინერ პიხლერმა, რომელიც ლეგენდარული კომპოზიტორის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის მოსწავლე იყო, 1843 წელს გამოქვეყნებულ მემუარებში აღწერა, როგორი იყო მისი მასწავლებელი ცხოვრებაში. მოგვიანებით წიგნიდან ციტატები ავსტრიელმა მუსიკათმცოდნემ, ოტო ერიხ დოიჩმა საკუთარ ბიოგრაფიულ ნამუშევარში Mozart: A Documentary Biography შეიტანა. როგორც აღმოჩნდა, მოცარტის მოსწავლე უჩვეულო სიტუაციის მომსწრე გახდა, როდესაც ერთ დღეს კომპოზიტორმა მის თვალწინ კატის იმიტირება დაიწყო.

უცნაური ქცევით გამორჩეული 10 კომპოზიტორი

მოცარტისა და სალიერის "მტრობის" რეალური ისტორია

"ერთხელ ფორტეპიანოსთან ვიჯექი და "ფიგაროს ქორწინებიდან" ვასრულებდი არიას Non più andrai, მოცარტი კი ჩემს ზურგს უკან იდგა. როგორც ჩანს, მოსწონდა, როგორც ვუკრავდი, რადგან მელოდიას ღიღინებდა, შემდეგ კი სკამი გამოსწია, ჩამოჯდა და მთხოვა, დაკვრა გამეგრძელებინა, თვითონ კი იმპროვიზაცია დაიწყო - ყველა სუნთქვაშეკრული უსმენდა, მაგრამ მოულოდნელად ეს ყველაფერი მობეზრდა, წამოხტა და გიჟური განწყობით, რომელიც ხშირად ეუფლებოდა, სკამიდან სკამზე გადახტა, თან კატასავით კნაოდა და დაუმორჩილებელი ბიჭუნასავით ყირაზე გადადიოდა", - იხსენებდა მოცარტის მოსწავლე.

კვლევა: მოცარტის მოსმენა შესაძლოა, ეპილეფსიური შეტევების სიხშირეს ამცირებდეს

მოცარტის ამ უცნაური ქცევის შესახებ მედიაში კიდევ ერთხელ მას შემდეგ დაიწერა, რაც ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ჟურნალისტ ჰელენა ჰონის 2016 წლის სტატიიდან The Nuttiest Composers of All Time (ყველა დროის ყველაზე ახირებული კომპოზიტორები) ამონარიდი გაავრცელა და ათასობით ადამიანის ყურადღებაც მიიპყრო.

"ნაკლებად ცნობილი ფაქტია, რომ მოცარტს კატების იმიტირება მოსწონდა. ერთ მომენტში მას შეეძლო, მომღერლებთან ერთად ოპერაზე ემუშავა, მეორე წამს კი უეცრად მაგიდებსა და სკამებზე დაეწყო ხტომა კნავილით", - წერია პოსტში.

აღსანიშნავია, რომ თვითირონიულ მოცარტს სახუმარო კომპოზიცია "კატების დუეტი (Nun liebes Weibchen) აქვს დაწერილი. მასში ქალი ქმარს ყველა შეკითხვაზე "მიაუთი" პასუხობს, საბოლოოდ კი კაციც ნებდება და კნავილს იწყებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული