Thumbnail

ნახეთ: Yungblud და Machine Gun Kelly კლიპს Acting Like That ავრცელებენ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ინგლისელი არტისტი Yungblud და ამერიკელი მუსიკოსი Machine Gun Kelly კომპოზიციაზე Acting Like That გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებენ. ტრეკის პროდიუსერი ცნობილი დრამერი, ტრევის ბარკერი გახლავთ. სინგლი იანგბლადის რიგით მეორე ალბომში Weird! შედის, რომელიც 2020 წლის 4 დეკემბერს გამოიცა.

ნახეთ: Yungblud - Mars

დომინიკ რიჩარდ ჰარისონმა, ფსევდონიმით Yungblud, მოღვაწეობა 2017 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა კომპოზიციებმა Psychotic Kids და Medication მოუტანა. მისი შემოქმედება ალტერნატიულ როკს მოიცავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული