პუერტორიკოელმა მუსიკოსებმა, ემანუელ გაზმი სანტიაგომ, სასცენო სახელით Anuel AA და ხუან კარლოს ოზუნა როსადომ, ფსევდონიმით Ozuna, კოლაბორაციული ალბომი Los Dioses და ამავე სახელწოდების მქონე სინგლზე გადაღებული კლიპი გაავრცელეს.
► მოუსმინეთ: Anuel AA ორმაგ ალბომს Emmanuel ავრცელებს
► ნახეთ: ოზუნამ და ლუის ფონსიმ ჰიტები Taki Taki და Despacito შეასრულეს
ემანუელ გაზმი სანტიაგომ შემოქმედებითი კარიერა 2009 წელს დაიწყო. რამდენიმე მიქსტეიპის ჩაწერის შემდეგ, 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Real Hasta la Muerte გაავრცელა.
ხუან კარლოს ოზუნა როსადომ კი შემოქმედებითი კარიერა 2012 წელს დაიწყო. 2017 წელს მან სადებიუტო ალბომი Odisea გაავრცელა. მომღერლის არაერთ კომპოზიციას იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა აქვს დაგროვებული.
კომენტარები