Thumbnail

Cardi B: ტრეკი უნდა დავწერო, როგორ ვიტანჯები მართვის მოწმობის გარეშე

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ქარდი ბი ამერიკელი მსახიობისა და მუსიკოსის, 17 წლის ოლივია როდრიგოს ჰიტს Drivers License გამოეხმაურა, რომელშიც გოგონა ყვება, როგორ მოახერხა მართვის მოწმობის აღება, თუმცა, ახლა უკვე შეყვარებული აღარ ჰყავს გვერდით.

Cardi B: ბაიდენის ინაუგურაციაზე WAP უნდა შემესრულებინა, მაგრამ ვერ მოვიცალე

Cardi B-მ გაამხილა, რა დაუჯდა WAP, Money და სხვა კლიპების გადაღება

"ამ გოგოს მსგავსად, რომელმაც სიმღერა დაწერა იმის შესახებ, თუ როგორ აიღო მართვის მოწმობა, მე უნდა შევქმნა კომპოზიცია, რომელშიც მოგიყვებით, როგორ ვიტანჯები იმის გამო, რომ მართვის მოწმობა არ მაქვს. გამთენიისას, 04:00 საათზე მართლა ძალიან მომინდა "მაკდონალდსში" წასვლა, მაგრამ ვერაფერი ვიღონე, მანამ არ გათენდა. ასე რომ, მშიერს მომიხდა დაძინება", - დაწერა ქარდიმ ტვიტერზე.

პოსტის წაკითხვის შემდეგ ოლივიამ რეპერს დახმარება შესთავაზა:

"მე მოგაკითხავ და წაგიყვან ნებისმიერ ადგილას, სადაც მოგინდება".

"ძალიან კარგი, წავიდეთ "მაკდონალდსში" ჰეფი მილისთვის", - უპასუხა გოგონას ქარდიმ.

ნახეთ: ავტომობილები, რომლებშიც Cardi B მილიონებს ხარჯავს, მაგრამ ვერ იყენებს

მართვის მოწმობის უქონლობა მუსიკოსს ხელს არ უშლის, თავი ძვირადღირებული ავტომობილებით გაინებივროს. მას ქმარი, რეპერი Offset პერიოდულად სწორედ მანქანებს ჩუქნის ხოლმე. 2019 წელს ავტოჟურნალმა Hotcars ქარდის ჰკითხა, რატომ აგროვებდა ავტომობილების კოლექციას, რაზეც მან მიუგო:

"რა თქმა უნდა, ფოტოების გადასაღებად".

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს სამმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული