Thumbnail

XXXTentacion-ის კომპოზიციის SAD! აუდიოვერსიის ნახვებმა იუთუბზე მილიარდს გადააჭარბა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

20 წლის ასაკში გარდაცვლილი ჰიპ ჰოპ არტისტის, ჯასეი ონფროის, იგივე XXXTentacion-ის რიგით მეორე სტუდიურ ალბომში "?" შესული კომპოზიციის Sad! აუდიოვერსიამ, რომელიც იუთუბზე 2018 წლის პირველ მარტს აიტვირთა, მილიარდ ნახვას გადააჭარბა. ჩანაწერს ვიდეოპლატფორმაზე ხსენებული ალბომის გარეკანი ადევს.

მას შემდეგ, რაც მუსიკოსი 2018 წლის 18 ივნისს ფლორიდაში, საკუთარ ავტომანქანაში გაძარცვის მცდელობისას მოკლეს, კომპოზიცია Sad! ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოხვდა. ტრეკზე გადაღებული ვიდეორგოლი ტენსატიონის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში გავრცელდა. ამ დროისთვის მას იუთუბზე 140 700 00-ზე მეტი ნახვა აქვს დაგროვებული.

რეპერმა კარიერა 2013 წელს დაიწყო. მან გარდაცვალებამდე მხოლოდ ორი ალბომის "17" (2017) და "?" (2018) გამოცემა მოასწრო. მუსიკოსის წარმომადგენლებმა მისი უკანასკნელი სტუდიური ნამუშევარი Bad Vibes Forever 2019 წლის დეკემბერში გამოუშვეს. ამასთან, ტენტასიონის ვოკალური ჩანაწერები თავიანთ ტრეკებში არაერთმა ცნობილმა შემსრულებელმა გამოიყენა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული