Thumbnail

პატი სმიტმა ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებით 30-წუთიანი ვიდეო გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ამერიკელი პროტოპანკ შემსრულებელი, პატი სმიტი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ 30-წუთიან ვიდეოს People Have The Power ავრცელებს. კადრებში მუსიკოსი მადლობას უხდის იმ ადამიანებს, რომლებიც, მისი აზრით, მსოფლიოს უკეთესი მომავლისთვის იბრძვიან, მათ შორის აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ კამალა ჰარისს, აქტივისტ გრეტა თუნბერგს და სხვებს. არტისტი ჩანაწერში თავის პოპულარულ სიმღერას, People Have The Power-საც ასრულებს.

ნახეთ: მუსიკოსების პერფორმანსები ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე

პატი სმიტმა შემოქმედებითი კარიერა 1967 წელს დაიწყო. რვა წლის შემდეგ არასტანდარტული სტილით გამორჩეულმა მუსიკოსმა და პოეტმა სადებიუტო ალბომი Horses გაავრცელა. პანკ როკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არტისტს ამ დრომდე 11 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოქვეყნებული. 2007 წელს სმიტი "როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის" წევრად დაასახელეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული