Thumbnail

ჰოლანდიელმა დიჯეიმ Tiësto 2020 წელს გამოცემული კომპოზიციის The Business განახლებული ვერსია The Business, Pt. II გაავრცელა. რემიქსში ცნობილი კალიფორნიელი არენბი შემსრულებელი, ფსევდონიმით Ty Dolla Sign მონაწილეობს.

ტაის ვერვესტმა, სასცენო სახელით Tiësto, შემოქმედებითი კარიერა 1994 წელს დაიწყო. 2001 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი In My Memory გაავრცელა. არტისტს ამ დრომდე ექვსი სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. გრემის მფლობელი დიჯეის, ტიესტოს შემოქმედება ტრანსსა და პროგრესივ ჰაუსს აერთიანებს. მას განსაკუთრებული პოპულარობა ჯგუფ "დელერიუმის" კომპოზიციის Silence რემიქს ვერსიამ მოუტანა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული