Thumbnail

ნახეთ: ნასი ახალ ვიდეორგოლს 27 Summers აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გავლენიანმა ნიუ იორკელმა ემსიმ, ნასირ ესკობარ ჯოუნსმა, ფსევდონიმით Nas, მსმენელს კომპოზიციაზე "27 Summers" გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა. ვეტერანი ქუინსელის ბენგერი ჩანაწერის პროდიუსერი გრემის მფლობელი კალიფორნიელი მუსიკოსი, ჰით-ბოი გახლავთ. ტრეკი რეპერის 2020 წლის ალბომის King's Disease ერთ-ერთი სინგლია.

Nas: ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჯეი ზისთან მქონდა დაპირისპირება

ნასირ ჯოუნსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1991 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო, "ჰიპ ჰოპის ბიბლიად" წოდებული სტუდიური ნამუშევარი Illmatic 1994 წელს გავრცელდა. დღეისთვის ნიუ იორკელი არტისტის შემოქმედება 13 სოლო ალბომს, დემიენ მარლისთან და გაერთიანება The Firm-თან ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტებსა და სხვა წარმატებულ ნამუშევრებს აერთიანებს. ნასი არაერთმა ცნობილმა მუსიკალურმა გამოცემამ ყველა დროის 10 საუკეთესო რეპერს შორისაც დაასახელა.

მუსიკოსის სახელს ჰიპ ჰოპის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დაპირისპირებაც უკავშირდება. მსმენელთა აზრით, ნასისა და ჯეი ზის ბიფში დის-ჩანაწერით Ether სწორედ "ესკობარმა" გაიმარჯვა. თუმცა, მას შემდეგ რეპერებმა არაერთხელ ითანამშრომლეს და დღემდე კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული