Thumbnail

ნახეთ: პერის ჯექსონმა კომპოზიციაზე Eyelids გადაღებული კლიპი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ამერიკელი შემსრულებლის, მაიკლ ჯექსონის შვილმა, მოდელმა, მსახიობმა და მუსიკოსმა, პერის ჯექსონმა კომპოზიციაზე Eyelids გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ჩანაწერში ინდი როკ ჯგუფის, Manchester Orchestra-ს ფრონტმენი, ენდი ჰალი მონაწილეობს, რომელიც სიმღერის თანაავტორი და პროდიუსერიც გახლავთ. სინგლი პერისის სადებიუტო ალბომში Wilted შედის, რომელიც 2020 წლის 13 ნოემბერს გავრცელდა.

ნახეთ: პერის ჯექსონმა ჯიმი კიმელის შოუში კომპოზიცია Let Down შეასრულა

პერის ჯექსონმა 2018 წელს შეყვარებულთან, გაბრიელ გლენთან ერთად პროექტი Soundflowers ჩამოაყალიბა და 2020 წლის ივნისში სადებიუტო ალბომიც გამოუშვა. ამის შემდეგ, აგვისტოში წყვილი ერთმანეთს დაშორდა. უცნობია, გააგრძელებს თუ არა დუეტი მუსიკალურ თანამშრომლობას. პერისი გადაღებულია ისეთი ცნობილი ჯგუფების კლიპებში, როგორებიცაა: The xx და Thirty Seconds to Mars. მას არაერთ სატელევიზიო შოუსა და ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული