Thumbnail

მოცარტის დაბადების დღეზე მის აქამდე უცნობ ნაწარმოებს შეასრულებენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

27 იანვარი ლეგენდარული კომპოზიტორის, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის დაბადების დღეა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში, Mozartwoche Festival-ზე სამხრეთკორეელი პიანისტი, სიონ-ჩჟინ ჩო მოცარტის აქამდე გამოუქვეყნებელ საფორტეპიანო ნაწარმოებს Allegro in D შეასრულებს, რომელიც 2018 წელს აღმოაჩინეს. პერფორმანსი ონლაინ პლატფორმა DG Stage-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

მოცარტის მოსწავლე: ის მოულოდნელად სკამიდან სკამზე გადახტა, თან კატასავით კნაოდა

კვლევა: მოცარტის მოსმენა შესაძლოა, ეპილეფსიური შეტევების სიხშირეს ამცირებდეს

მოცარტისა და სალიერის "მტრობის" რეალური ისტორია

ვარაუდობენ, რომ ნაწარმოები 1773 წელს შეიქმნა. ის მოცარტის უმცროსი შვილის მამულიდან, მაღალი ალბათობით შეცდომით, ავსტრიელი სახელმწიფო მოხელისა და მოყვარული მუსიკოსის, ალოიზ ფუქსის კოლექციაში მოხვდა. 1899 წელს ნამუშევარი აუქციონზე გაიყიდა. საბოლოოდ ნაწარმოები 1920-იან წლებში ფრანგ-ნიდერლანდელი ინჟინრის ხელში აღმოჩნდა. 2018 წელს სწორედ მისი ოჯახისგან შეიძინეს უკვე დაზიანებული მანუსკრიპტი კომპოზიტორის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.

მოცარტი და მისი ახლად აღმოჩენილი ნაწარმოები

ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი 1756 წელს ზალცბურგში დაიბადა. ის ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე 5 წლიდან უკრავდა და ნამუშევრებსაც ამავე ასაკიდან ქმნიდა. ეპოქალურ არტისტს მოღვაწეობის განმავლობაში 600-ზე მეტი ნაწარმოები აქვს დაწერილი. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კომპოზიტორი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული