Thumbnail

Cardi B მისი კაბის გამო გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი, ქარდი ბი და მისი ქმარი, რეპერი ოფსეტი ლოს ანჯელესში, როდეო დრაივის ქუჩაზე შოპინგისას პაპარაცებმა აღბეჭდეს. ფოტოებში ქარდი Pierre-Louis Auvray-ს კაბაში იყო გამოწყობილი, რომლის დიზაინმაც არა მხოლოდ ადგილზე შეკრებილი საზოგადოების, არამედ ინტერნეტმომხმარებლების ყურადღებაც მიიქცია.

Cardi B: ტრეკი უნდა დავწერო, როგორ ვიტანჯები მართვის მოწმობის გარეშე

"უბრალოდ, მაინტერესებს, რომელ კაცებს მოსწონთ, რომ მათ შეყვარებულს ან ცოლს ქუჩაში, ყველას დასანახად, საჯდომი და საცვალი მოუჩანს?", - დაწერა ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

"თავდაჯერებულ კაცს, რომელმაც კარგად იცის, რომ თავისი ქალი ვარსკვლავია", - უპასუხა მას ქარდიმ.

მუსიკოსმა საკუთარი ჩაცმულობის ამსახველი კადრები ინსტაგრამის გვერდზეც გაავრცელა და პოსტის აღწერაში ანიმე Dragon Ball-ის პერსონაჟების სახელები, Majin Buu და Goku დაწერა.

ქარდის სამოსი თაყვანისმცემლებმა მოუწონეს. კომენტარები დაწერეს იაპონური კომიქსებისა და ანიმეების მოყვარულებმაც:

"მოიცა, შენ რა, Dragon Ball-ს უყურებ?".
"Goku-სთან საბრძოლველად მიდიხარ?".

თუმცა, გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც მისი პოსტის ქვეშაც არ მოერიდნენ უარყოფითი კომენტარების დაწერას.

"ეს რა ჯანდაბა გაცვია?".

"ამ კაბას რომ ვუყურებ, თავი გინეკოლოგი მგონია".

"ხორცისგან შეკერილ კაბას ჰგავს", - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

საბოლოოდ ქარდიმ საკუთარი ჩაცმულობის შინაარსი ტვიტერზე განმარტა:

"ჯერ ერთი, ადამიანის აგებულების მიხედვით კი არა, უცხოპლანეტელივით ვიყავი ჩაცმული. ძალიან დიდი უპატივცემულობაა ადამიანების უცხოპლანეტელებთან შედარება".

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს სამმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული