Thumbnail

ანიტა რაჭველიშვილი კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა

ქართველი მეცო-სოპრანო, ანიტა რაჭველიშვილი კორონავირუსით მეორედ დაინფიცირდა. ამის შესახებ მუსიკოსმა სოციალურ ქსელ ფეისბუქზე თავად დაწერა.

"15 იანვარს, მანამ დავტოვებდი საქართველოს, COVID-19-ზე ნეგატიური პასუხი მივიღე. მე და ჩემმა ქმარმა, ოთომ 14, 16 და 18 იანვარს ჩავიტარეთ ტესტირება და არცერთხელ არ აღმოგვაჩნდა ვირუსი. 23 იანვარს თავი შეუძლოდ ვიგრძენი, დავკარგვე ყნოსვისა და გემოს შეგრძნება. მაშინვე თვითიზოლაციაში გადავედი, 25 იანვარს ტესტი გავიკეთე და დადებითი პასუხი მომივიდა. უკვე მეორედ დაიწყო ეს ჯოჯოხეთი.

პირველად ივლისში დავინფიცირდი და მსუბუქი სიმპტომები მქონდა. არ ვიყავი გადამდები, ამიტომაც ოთოს არასდროს ჰქონია კორონავირუსი. ახლაც ვიმედოვნებ, რომ იგივე მოხდება. ოთოს დღესაც უარყოფითი პასუხი მოუვიდა.

ბოდიშს ვუხდი ჩემს კოლეგებს, რომლებმაც ჩემ გამო ტესტირებები გაიკეთეს და ახლა თვითიზოლაციაში არიან. იმედი მაქვს, რომ ათ დღეში უკვე აღარ მექნება ვირუსი და შევძლებ, ვენის სახელმწიფო ოპერის შენობაში დაგეგმილ სატელევიზიო შოუზე ჩემი "კარმენით" წარვდგე. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ", - წერს რაჭველიშვილი.

I had Negative Tests of Covid 19 since we left Georgia on January 15th. We’ve tested on 14th,16th and 18th of January...

Posted by Anita Rachvelishvili on Monday, January 25, 2021

 

ანიტა რაჭველიშვილის დებიუტი ჯერ კიდევ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში სწავლისას, ჯუზეპე ვერდის ოპერაში "რიგოლეტო" შედგა. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება 2009 წელს ლა სკალაში დადგმულ სპექტაკლში "კარმენი" შესრულებულმა როლმა მოუტანა. 2017 წელს Bachtrack Opera Awards-ზე რაჭველიშვილი საუკეთესო ქალ შემსრულებლად აღიარეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული