Thumbnail

Ludacris-ს მანქანა გასტაცეს, რომელიც მან დაქოქილი დატოვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილ სამხრეთელ ჰიპ ჰოპ არტისტსა და მსახიობს, ლუდაქრისს ქალაქ ატლანტაში ავტომობილი მაშინ გასტაცეს, როდესაც ის ბანკომატთან შეაჩერა და თანხის გამოსატანად გადავიდა. როგორც მუსიკოსმა სამართალდამცველებს მოუთხრო, მან თავისი "მერსედეს-ბენცის" მარკის ავტომობილი არ ჩააქრო და უკვე ფული გამოჰქონდა, როდესაც უკნიდან მიმავალი მანქანის ხმა გაიგონა. მან ვერ დაინახა, ვინ იჯდა საჭესთან.

ლუდაქრისმა საუკეთესო ფლოუს მქონე 5 რეპერი დაასახელა

სამართალდამცველებმა GPS სისტემის საშუალებით მანქანის ადგილსამყოფელი დაადგინეს. ავტომობილი ატლანტაში ერთ-ერთი საცხოვრებელი კომპლექსის პარკინგზე იპოვეს და რეპერს დაუბრუნეს.

სამართალდაცველებს მომხდარზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ. მათი ინფორმაციით, მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარში ქალაქში 372 ავტომობილი გაიტაცეს, რომლებიც დაქოქილი იყო დატოვებული.

ლუდაქრისმა მუსიკალური კარიერა 1998 წელს დაიწყო. ის 2000-იანი წლების სამხრეთული ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი და უმნიშნელოვანესი წარმომადგენელია. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2000 წელს გამოცემული ჰიტით What's Your Fantasy გაიცნო, რომელიც მის სადებიუტო ალბომში Back For The First Time შევიდა. ლუდაქრისის დისკოგრაფიის საწყისი 4 ალბომი კომერციულად ძალიან წარმატებული გამოდგა. პირველი 3 მათგანი სამმაგი, ხოლო მეოთხე ორმაგი პლატინის სტატუსის მფლობელია. ამასთან, რეპერმა სხვადასხვა დროს გრემის 3 ჯილდოც მოიპოვა. 2015 წელს ლუდამ დღეისთვის ბოლო სტუდიური ჩანაწერი Ludaversal გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული