Thumbnail

ქართულმა ჯგუფმა Killages ახალი კომპოზიცია "რატომ" გაავრცელა. ტრეკის პროდიუსერი ბენდის ერთ-ერთი წევრი, გიორგი ლიპარტელიანი გახლავთ. 2020 წლის სექტემბერში გამოცემული სადებიუტო ალბომის შემდეგ, ეს კოლექტივის პირველი ნამუშევარია.

► მოუსმინეთ: Killages სადებიუტო ალბომს ავრცელებს

Killages ქალაქ რუსთავში 2016 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფი 4 წევრისგან შედგება: გუგა მაჭარაშვილი, ანრი ყაველაშვილი, გიორგი ლიპარტელიანი და რატი რატიანი. 2018 წელს ბენდმა Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზეც დაუკრა. მუსიკოსების შემოქმედება ჰიპ ჰოპსა და ელექტრონულ მუსიკას აერთიანებს. 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული