Thumbnail

მატეო ბოჩელი "მეფე ლომის" საუნდტრეკს Can You Feel The Love Tonight ასრულებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკულმა და ბრიტანულმა ლეიბლებმა, Walt Disney Records-მა და Decca Records-მა 2020 წლის ოქტომბერში "დისნეის" კლასიკად ქცეული საუნდტრეკების ქავერ ალბომი Disney Goes Classical გამოუშვეს, რომლის ჩაწერაშიც ცნობილი იტალიელი ტენორის, ანდრეა ბოჩელის შვილმა, მატეომ მიიღო მონაწილეობა. ცოტა ხნის წინ იუთუბზე სტუდიაში გადაღებული კადრებისგან შემდგარი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც 23 წლის მატეო სიმღერას Can You Feel The Love Tonight ასრულებს ანიმაციური ფილმიდან "მეფე ლომი".

ნახეთ: ანდრეა ბოჩელიმ 8 წლის შვილთან ერთად Hallelujah შეასრულა

ლონდონში, Universal Music Studio-ში გადაღებულ კადრებში ახალგაზრდა მუსიკოსს აკომპანირებას სამეფო ფილარმონიული ორკესტრი უწევს.

ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი კომპოზიცია ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ელტონ ჯონმა და კომპოზიტორმა ტიმ რაისმა დაწერეს 1994 წელს გამოსული ანიმაციისთვის. ჯოზეფ უილიამსის, სალი დვორსკის, ნათან ლეინისა და ერნი საბელას გარდა, სიმღერა თავად ელტონმაც ჩაწერა - ეს ვერსია "მეფე ლომის" საფინალო ტიტრების დროს ჟღერს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მატეო ცნობილი კომპოზიციის ქავერს ავრცელებს. მან გასულ წელს ფრედი მერკურის საავტორო სიმღერა Love Of My Life შეასრულა Queen-ის შემოქმედებიდან. ამასთან, 23 წლის მუსიკოსი მამის ალბომში Si მონაწილეობს, რომელშიც ანდრეასთან ერთად კომპოზიციებს Fall On Me და Ven a Mi მღერის.

კომენტარები

ბოლოს დამატებული