Thumbnail

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, მეგან პიტმა, ფსევდონიმით Megan Thee Stallion და ტექსასელმა რეპერმა Bobby Sessions ერთობლივი კომპოზიცია I’m a King გაავრცელეს. ჩანაწერი ფილმ Coming 2 America-ს ერთ-ერთი საუნდტრეკი იქნება. კინოსურათი პლატფორმა Amazon Prime-ზე 5 მარტს გამოვა და მასში მთავარ როლს ცნობილი მსახიობი, ედი მერფი შეასრულებს.

ნახეთ: Megan Thee Stallion და DaBaby კლიპში Cry Baby

მეგანმა მუსიკალური კარიერა 2013 წელს დაიწყო და მსმენელს რამდენიმე სინგლი მალევე შესთავაზა. თუმცა, ჰიუსტონელმა არტისტმა სადებიუტო EP მხოლოდ 4 წლის შემდეგ გაავრცელა. რეპერი ფართო საზოგადოებამ 2019 წლის მიქსტეიპით Fever გაიცნო. 2020 წლის მარტში მეგანმა გაყიდვაში კიდევ ერთი ჩანაწერი სახელწოდებით SUGA ჩაუშვა. სტუდიური ნამუშევრის სინგლმა Savage ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიცია დაიკავა. იმავე წლის მიწურულს სამხრეთელი რეპერის სადებიუტო ალბომი Good News გამოიცა.

Bobby Sessions-მა კი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. მას ამ დრომდე 3 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. მუსიკოსის ყველაზე ცნობილი კომპოზიციებია: Made A Way და The Hate U Give.

კომენტარები

ბოლოს დამატებული