Thumbnail

Coldplay ახალ ალბომზე Music Of The Spheres მუშაობს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ბრიტანული ჯგუფი Coldplay ახალ ალბომზე Music Of The Spheres მუშაობს. ბენდთან დაახლოებული პირი გამოცემა The Sun-ს უყვება, რომ კოლექტივის წევრები უკვე თვეებია, სტუდიაში იმყოფებიან. მისივე თქმით, ნამუშევარი დღის სინათლეს სულ მალე იხილავს.

ნახეთ: კადრები, რომელიც Coldplay-ს ჰიტის Yellow კლიპში არ გამოიყენეს

"კრის მარტინი და ჯგუფის დანარჩენი წევრები დიდხანს მალავდნენ ამ ინფორმაციას, თუმცა, დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ ისინი ახალ ალბომზე თვეებია, მუშაობენ. ჩანაწერს Music Of The Spheres ერქმევა. მათ ეს სახელწოდება უკვე დაარეგისტრირეს კიდეც. ბენდს მზად აქვს პრომოუშენის ფარგლებში გასაყიდი ნივთები და ყველაფერი ის, რაც ალბომის მხარდამჭერი ტურნეს დასაწყებადაა საჭირო", - უყვება წყარო გამოცემა The Sun-ს.

ახალ ალბომთან დაკავშირებით ჯგუფის ოფიციალური წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ. ამ დროისთვის ბოლო, რიგით მერვე, ორმაგი ალბომი Everyday Life ბენდმა 2019 წლის ნოემბერში გამოსცა.

Coldplay ლონდონში 1996 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კოლექტივს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ჯგუფის სამი სტუდიური ნამუშევარი - Parachutes, A Rush of Blood to the Head და X&Y დიდი ბრიტანეთის ჩარტების ისტორიაში ყველა დროის ყველაზე პოპულარულ ალბომებს შორის მოხვდა. 7 გრემის მფლობელი ბენდი ჟურნალმა Rolling Stone 2000-იანი წლების საუკეთესო არტისტების სიაში მეოთხე პოზიციაზე დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული